აქციის მონაწილეები მსვლელობით მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ცოტა ხნით აპირებენ გაჩერებას.
ისინი კოსტავას ქუჩიდან მსვლელობით მას შემდეგ დაიძრნენ, რაც რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით, მომიტინგეთა დაშლის ღონისძიება დაიწყო.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირი როგორც აქციის მონაწილეებისგან, ისე სპეცრაზმელებისგან თავისუფალია.