რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს - Palitra News

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს

2024-12-04 01:07:05+04:00

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს.

კერძოდ, ოპერისა და ბალეტის თეატრთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნების, ჯებირების და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ბარიკადები აღმართეს და ჩახერგეს სივრცე, მათსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის, რომელსაც „თბილისი მარიოტთან“ კორდონი აქვს გაკეთებული.

აქციის მონაწილეები პერიოდულად, ლაზერებს ანათებენ სამართალდამცავებს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ. სპეცდანიშნულების რაზმი კი მათი მიმართულებით ე.წ. გაზის კაფსულებს ისვრის.