ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩა მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს - რუსთაველის გამზირის მიმართულებით სპეცრაზმი დაიძრა თავისუფლების მოედნიდანაც - Palitra News

ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩა მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს - რუსთაველის გამზირის მიმართულებით სპეცრაზმი დაიძრა თავისუფლების მოედნიდანაც

2024-12-03 23:32:57+04:00

სამართალდამცავები პროტესტის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენების შესახებ აფრთხილებენ. ადგილზე ისმის შესაბამისი გამაფრთხილებელი ხმა.

სპეცდანიშნულების რაზმმა როგორც ჩიტაძის, ისე ჭიჭინაძის ქუჩის ბოლომდე დაიწია და მომიტინგეებისგან გაათავისუფლა.

ასევე, თავისუფლების მოედანზე მობილიზებული რაზმი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.

საპასუხოდ, მოქალაქებიი პარლამენტის წინა ტერიტორიას ტოვებენ და რუსთაველის მეტროს მიმართულებით მიდიან.