საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციისა და მესამე სექტორის მიერ მომზადებული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო - Palitra News

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციისა და მესამე სექტორის მიერ მომზადებული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

2024-12-03 21:55:17+04:00

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციისა და მესამე სექტორის მიერ მომზადებული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

აღნიშნული სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად აღიარებას უკავშირდება. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.