საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებს კვლავ აკრიტიკებს, შინაგან საქ - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებს კვლავ აკრიტიკებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს კი მადლობას უხდის

2024-12-03 21:34:17+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებს კვლავ აკრიტიკებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს კი მადლობას უხდის. ირაკლი კობახიძე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს აკისრებს.

მან საკუთარი ოპონენტები ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, სამართალდამცველებს კი მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციებზე ამერიკულ და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, , რომ მთელი რიგი აქტივობების დაფინანსება და სპეციალური აღჭურვილობის შეძენა გარკვეული არასამტავრებო ორგანიზაციების მიერ ხდება. პრემიერი ირწმუნება, რომ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში საქმეში ფიგურანტებს რამდენიმეწლიანი სისხლის სამართლის დანაშაული ემუქრებათ.