სამოქალაქო აქტივისტის დოდი ხარხელის საცხოვრებელ სახლში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ხმაურია, აქტივისტის ახლობლები ბინაში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.