რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - როგორია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობენ ექიმები? - Palitra News

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - როგორია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობენ ექიმები?

2024-12-03 15:38:49+04:00

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, სამედიცინო დაწესებულებაში ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა. 22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს.ცარო კირვალიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.