ირაკლი კობახიძე მზადაა დისკუსია გამართოს იმ ადამიანებთან, რომლებმაც მთავრობის გადაწყვეტილება სწორად ვერ გაიგეს - Palitra News

ირაკლი კობახიძე მზადაა დისკუსია გამართოს იმ ადამიანებთან, რომლებმაც მთავრობის გადაწყვეტილება სწორად ვერ გაიგეს

2024-12-03 09:42:57+04:00

პრემიერის შეთავაზება პროტესტის მონაწილეებს - ირაკლი კობახიძე მზადაა დისკუსია გამართოს იმ ადამიანებთან, რომლებმაც მთავრობის გადაწყვეტილება სწორად ვერ გაიგეს. პრემიერის შეთავაზებას ის ადამიანები ეხმაურებიან , რომლებიც უკვე არაერთი დღეა საპროტესტო აქციებზე იმყოფებიან. „მორიგი პროპაგანდა და სიცრუე“ - ასე პასუხობენ მთავრობის მეთაურის შეთავაზებას პროტესტის მონაწილეები. ამბობენ, რომ განცხადებების მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს უნარი, საზოგადოებას პირისპირ ესაუბროს, რეალობაზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა.