„ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მომივიდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე იგეგმება ფიზიკური თავდასხმა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შვილი, დავით ჯანჯალია სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჯანჯალია გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, თეიმურაზ ჯანჯალიამ, რომელიც 26 წელი მსახურობდა ქვეყნის სამსახურში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა და ახლა სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი ამ მოცემულობით მოუბრუნდა. „გვერდზე გადადო პირადი ამბიციები თუ ურთიერთობები სამშობლოს სამსახურისთვის და, როგორც მოუბრუნდა დღევანდელი მოცემულობით ეს გაღებული მსხვერპლი, ვფიქრობ არა მისი, არამედ ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა“ - წერს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შვილი, დავით ჯანჯალია.