ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა - Palitra News

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა

2024-12-03 09:39:08+04:00

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. მისი თქმით, რჩება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული. „ჩემთვის დიდი პატივია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მსახურობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“, - წერს თეა მაისურაძე. მანამდე დაკავებული თანამდებობები დატოვეს ბულგარეთში, ნიდერლანდებში და აშშ-ში საქართველოს ელჩებმა: - ოთარ ბერძენიშილმა, დავით სოლომონიამ და დავით ზალკალიანმა.