ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიჰყავთ საპატიმროში. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ გადაწყვეტილებას ხვალვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - წერს ადვოკატი