რუსთაველის გამზირის ის მონაკვეთი, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს, აქციის მონაწილეებისგან პრაქტიკულად გათავისუფლებულია, სპეცრაზმმა გაწმინდა ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებიც - გამოიყენეს ე.წ. გაზის კაფსულები - Palitra News

რუსთაველის გამზირის ის მონაკვეთი, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს, აქციის მონაწილეებისგან პრაქტიკულად გათავისუფლებულია, სპეცრაზმმა გაწმინდა ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებიც - გამოიყენეს ე.წ. გაზის კაფსულები

2024-12-02 22:34:49+04:00

რუსთაველის გამზირის ის მონაკვეთი, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს, აქციის მონაწილეებისგან პრაქტიკულად გათავისუფლებულია. სპეცრაზმმა ასევე მთლიანად გაათავისუფლა ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები.

აქციის მონაწილეებმა ალექსანდროვის ბაღთან გადაინაცვლეს, ნაწილი კი რუსთაველის მეტროს მიმართულებით წავიდა. პარლამენტის წინა ტერიტორია მთლიანად სპეცრაზმმა დაიკავა.

საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა.