სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდა. ომბუდსმენმა 20-მდე პირი მოინახულა. როგორც ის აღნიშნავს, მათი უმეტესობა სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს. ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებენ ადვოკატებიც, რომლებმაც როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე ქალაქის მთავარ სამმართველოში დაკავებულები მოინახულეს. დღესაც, ისევე როგორც გასულ დღეებში, უფლებადამცველები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო პროცესებიც.