თბილისის ქუჩებში მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხი დღის წესრიგში აღარ იქნება, უკვე მე-5 დღეა აპროტესტებენ. მათ დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმი ყოველ ღამე წყლის ჭავლს, ე.წ. გაზის კაფსულებსა და წიწაკის სპრეის იყენებს. ამის მიუხედავად მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე ისევ შეიკრიბნენ. რიგით მოქალაქეებთან ერთად, ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები.