საგანმანათლებლო დაწესებულებებში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - Palitra News

საგანმანათლებლო დაწესებულებებში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება

2024-12-02 20:51:06+04:00

საგანმანათლებლო დაწესებულებებში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. დედაქალაქსა და რეგიონებში გაფიცული სკოლების რაოდენობა უკვე 40-ს აჭარბებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მმართველი გუნდი არჩეულ პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას არ აირჩევს. მათი თქმით საქართველო ევროპის ნაწილია და მისი ევროპული იდენტობისთვის ბრძოლა ახლა არ დაწყებულა.