სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს - Palitra News

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

2024-12-02 19:47:01+04:00

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები რკინის ჯებირზე ბრახუნით გამოხატავდნენ პროტესტს. მას შემდეგ კი რაც წყლის ჭავლი გამოიყენეს, ისმოდა საპროტესტო შეძახილები.

დემონსტრანტები სკანდირებენ: "მონებო, მონებო".

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. აქციები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.