რუსთაველის და ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ გადაყვანილი. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ დღეებში დაკავებულების ადმინისტრაციული სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. დღეს დილით, დააკავეს და შემდეგ მალევე გაათავისუფლეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მას ადვოკატები რამდნეიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ამ წუთებში კი, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშისახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა.