გორის ცენტრში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა. საკრებულოს შენობასთან შეკრებამდე, ახალგაზრდები გორის მესამე საჯარო სკოლასთან მივიდნენ და მოსწავლეებს მოუწოდეს აქციას შეერთებოდნენ. მომიტინგეებთან სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი გამოვიდა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რათა სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეეშალათ.