ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მორიგი აქციისთვის ემზადება - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე - Palitra News

ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მორიგი აქციისთვის ემზადება - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

2024-12-02 15:41:09+04:00

თბილისის ქუჩებში მოქალაქეების წინააღმდეგობა გრძელდება. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში აპროტესტებნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას პარლამენტის შენობის წინ. მათ დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმმა კლავ წყლის ჭავლი, ე.წ. გაზის კაფსულები და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ოპოზიცია კი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მორიგი აქციისთვის ემზადება. დემონსტრანტები დღესაც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეეცდებიან მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას აცნობა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხი დღის წესრიგში აღარ იქნება.