1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ნაწილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი, ნაწილი  კი, ამ დრომდე შესახლებას ელოდება - Palitra News

1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ნაწილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი, ნაწილი  კი, ამ დრომდე შესახლებას ელოდება

2024-12-02 12:15:48+04:00

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს. როგორც ცნობილია 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ნაწილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი, ნაწილი კი, ამ დრომდე შესახლებას ელოდება. დაკავებულებს იზოლატორებში მათი უფლებადამცველები მოინახულებენ. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ დღეებში დაკავებული პირების სასამართლო პროცესები ჩატარდება.