ხელისუფლების ოპონენტებმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრეს. მათი თქმით, მიუხედავად არსებული განსხვავებული შეხედულებებისა, მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს. ოპონენტები აცხადებენ, რომ საერთო მიზნისთვის იბრძვიან, საერთო მიზანი კი ხელახალი არჩევნების ჩატარება და საქართველოს ხელისუფლების სათავეში ახალი მმართველი ძალის მოსვლაა.