„სამარცხვინო ღალატი, კონსტიტუციური გადატრიალება, სისხლიანი ავტორიტარიზმი - ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და სპეცდანიშნულების რაზმის მიერ იმ მოქალაქეეების დარბევას, რომელებიც ქუჩაში ქართული ოცნების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. ოპოზიციის განცხადებით, საპროტესტო აქციები სრულიად დამოუკიდებელია და ახალგაზრდების ძალას, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძვიან, ვერანაირი ძალადობრივი აქტები ვერ დაამარცხებს. კვლავ უცვლელი რჩება მოთხოვნა - ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ხელისუფლების ოპონენტები განცხადებით, მმართველმა გუნდა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.