თბილისის ქუჩებში მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა. დემონსტრანტები საავტომობილო გზაზე, ვაკის პარკის მიმართულებით, მსვლელობას აწყობენ. მომიტინგეებს დაკავებული აქვთ საავტომობილო გზის ნაწილი. მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მანამდე საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებისგან რუსთაველის გამზირი გაათავისუფლეს . დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან გადაიყვანეს როგორც ოპერასთან შეკრებილი დემონსტრანტები, ისე მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ მყოფი პირები. სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კლავ გამოიყენა წყლის ჭავლი, ე.წ. გაზის კაფსულები და ,წიწაკის სპრეი. პარალელურად, დემონსტრანტები სპეციალური დანიშნულების რაზმის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვროდნენ და ბარიკადებს აგედბენენ. გუშინ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილებიც შეუერთდნენ. დილას აქციის დაშლისას დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ამ დროისთვის ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია. აქამდე აღნიშნულ მონაკვეთზე საპოლიციო ძალები იყვნენ განლაგებული. რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩება საპოლიციო ძალების ნაწილი.