საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს - აქციის მონაწილეებმა მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს - Palitra News

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს - აქციის მონაწილეებმა მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს

2024-12-02 07:12:05+04:00

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან გადაიყვანეს როგორც ოპერასთან შეკრებილი დემონსტრანტები, ისე მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ მყოფი პირები.

გამზირის გასუფთავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა უკვე მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

საპოლიციო ძალები და საპოლიციო მანქანები ამ დროისთვის დგანან ფილარმონიასთან. ასევე განლაგებულები არიან რესპუბლიკის მოედანზე.

ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „გამოდი“.