სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე სპეციალურ საშუალებებს პერიოდულად იყენებს და ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაყვანას ცდილობს, თუმცა მომიტინგეები კვლავ პროტ - Palitra News

სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე სპეციალურ საშუალებებს პერიოდულად იყენებს და ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაყვანას ცდილობს, თუმცა მომიტინგეები კვლავ პროტესტის ადგილს უბრუნდებიან

2024-12-02 04:25:50+04:00

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება, თუმცა დაახლოებით, ბოლო 2 საათის გამავლობაში, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ.

პროტესტის მონაწილეების რუსთაველის გამზირიდან გაყვანა ხდება ე.წ. გაზის კაფსულების და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. ისინი, ამ დროისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის მიმდებარე ტერიტორიას იკავებენ.

ასევე, დემონსტრანტების მხრიდან სპეცრაზმის წინააღმდეგ სისტემატურად ხდება პიროტექნიკის გამოყენებაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ სამართალდამცავები რუსთაველის გამზირიდან დევნიან, აქციის მონაწილეები პროტესტის ადგილზე დაბრუნებას მაინც ახერხებენ. პარალელურად აქციის მონაწილეები აგებენ ბარიკადებს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილმა კი რუსთაველის გამზირი დატოვა, ნაწილი რჩება სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

ბოლო საათების განმავლობაში დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილეც.