აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის შესახებ კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას. გარდა ამისა, აშშ-ში გმობენ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებსა და ასევე გამოხატვის უფლების ხელყოფას. ამ ფაქტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა.