პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას. მისივე შეფასებით, ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის - კერძოდ კი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის.