საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს „ევროკავშირისგან პირდაპირი შედეგები“ მოჰყვება. მისივე განცხადებით, ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და ევროპულ მომავალზე მისი არჩევანის გვერდით. კაია კალასი, რომელიც ნოემბერში აირჩიეს, უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.