საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ადასტურებს აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომას და ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებს მას, რადგან მასზე იყო “მძიმე ზეწოლა”. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩებმა ნიდერლანდებში, ლიეტუვასა და იტალიაში თანამდებობი დატოვეს. სალომე შაფაქიძე, ირაკლი ვეკუა და დავით სოლომონია გმობენ ნებისმიერ ძალადობას და „ქართული ოცნების“ პოლიტიკას სწორედ ამ გადაწყვეტილებით ემიჯნებიან. მანამდე თანამდებობა ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმაც დატოვა.