სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს და ე.წ. გაზის კაფსულებს. მანამდე იყო გაფრთხილება მომიტინგეების მისამართით, რომ დაშლილიყვნენ.
მომიტინგეებმა სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციებისგან აღმართეს ბარიკადებიც, ასევე წაუკიდეს ცეცხლი ადგილზე არსებულ ნივთებს. დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას სპეციალური დანიშნულების რაზმის წინააღმდეგ.
პროტესტის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიმართულებით იხევენ უკან