ბალტიის ქვეყნები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში "საპროტესტო აქციებს ახშობდა", ეროვნული სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ - Palitra News

ბალტიის ქვეყნები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში "საპროტესტო აქციებს ახშობდა", ეროვნული სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

2024-12-01 23:46:17+04:00

ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, - ამის შესახებ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.

„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, - აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები.