პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - Palitra News

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

2024-12-01 18:15:24+04:00

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ, სადაც აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან განთავსებულ ჯებირს უბრახუნებენ და სტვენით, შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.

ისინი სკანდირებენ: "საქართველო, საქართველო, საქართველოს გაუმარჯოს!". აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, ბანერები. აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.