მიხეილ სააკაშვილი - აშშ-მა ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს - ახლა, როცა ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - აშშ-მა ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს - ახლა, როცა ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ

2024-12-01 17:21:53+04:00

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს. ახლა, როდესაც ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას.

როგორც ის განმარტავს, სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ხელი მოეწერა მისი პრეზიდენტობის დროს, 2009 წლის 9 იანვარს.

„შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს. ახლა, როდესაც ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ”,- წერს სააკაშვილი.