ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილების წინააღმდეგ არსებულ მასშტაბურ პროტესტს მასწავლებლებიც უერთდებიან. საჯარო და კერძო სკოლების, ასევე არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები განათლების სამინისტროს პეტიციით მიმართავენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია. პედაგოგები მხარდაჭერას უცხადებენ ევროპული მომავლის დაცვისთვის თანამოქალაქეების ბრძოლას და კოლეგებს მოუწოდებენ, რომ ამ ბრძოლაში სწორ მხარეს დადგნენ. ამ დროისთვის, პეტიციას 2500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.