საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რადგან საქართველოს სტაბილურობა სჭირდება - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რადგან საქართველოს სტაბილურობა სჭირდება

2024-12-01 16:03:29+04:00

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რადგან საქართველოს სტაბილურობა სჭირდება. მან ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ დარჩა, რადგან, ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, ხოლო თავად მმართველ პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა. სალომე ზურაბიშილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა ქალაქში სპონტანური საპროტესტო აქციები იმართება, ადამიანები ტოვებენ საჯარო სამსახურებს სამინისტროებში, პოლიტიკური პარტიები არ შევიდნენ პარლამენტში,რაც მიუთითებს, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია. ქვეყნის მთავარსარდალი ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.