აქციის მონაწილეებს გაზის გაშვების შედეგად უჭირთ სუნთქვა.
აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების ნაწილმა თავი ქაშუეთის ტაძრის ეზოს და კელიებს შეაფარა.
გარდა გაზის გაშვების შედეგად მიღებული ინტოქსიკაციისა, აქციის მონაწილეებს ექიმების დახმარება ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამოც უწევთ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მომიტინგეებს სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდება. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ერთ-ერთმა მომიტინგემ განაცხადა, აღნიშნულ ახალგაზრდას სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა.
„მეც შოკში ვარ, მოვრბოდით, სპეცრაზმელმა ჩაარტყა და დამეცა ზემოდან მე. თავის არეში აქვს დაზიანება. ოთხჯერ გაითიშა და ძლივს მოვასულიერეთ. აი, ამათ [სპეცრაზმს] მინდა ვუთხრა, სულ ბიძინა ხომ არ ეყოლებათ?“ - განაცხადა თვითმხილველმა მედიასთან საუბარში.
პარლამენტის ტერიტორიაზე პერიოდულად ხდება მომიტინგეების დაკავება.