ქვეყანაში შექმნილ ვითარებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ეხმაურებიან. მათი თქმით, მძიმე საყურებელია თუ როგორ სასტიკად უსწორებიან სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე გამოსულ აქციის მონაწილეებს. საქართველო არის ევროპა - ასეთია ქართველი ფეხბურთელების განცხადებების საერთო გზავნილი. „მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში. „შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს, - ვკითხულობთ ხვიჩა კვარაცელიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება,რაც დღეს საქართველოში ხდება. - წერს ბუდუ ზივზივაძე. „ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან - ქართველებო, თქვენს გვერდით ვარ“ - ვკითხულობთ გიორგი ქოჩორაშვილის პირად გვერდზე. მსგავსი შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ საქართველოს ეროვნული ნარების სხვა ფეხბურთელებიც.