დასავლეთმა უნდა იმოქმედოს - ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! - ამ განცხადებით ევროპელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანებიან. სოციალურ ქსელში განცხადებებს, ევროპარლამენტარები, საფრანგეთისა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ავრცელებენ. საერთაშორისო პარტნიორები წერენ, რომ ისინი ქართველ ხალხთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას განაგრძობენ. ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას.