ვიდრე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას მოქალაქეები ქუჩებში აპროტესტებენ, ხელისუფლება კრიტიკის ისრებს უცხოელი პოლიტიკოსებისკენ მიმართავს და ამავე დროს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელეს მადლობას უხდის. ქართული ოცნება გუშინდელ აქციას ძალადობრივს უწოდებს და მომხარ პროცესებზე პასუხისმგებლობას ოთხ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ ძალასა და ევროპელ პოლიტიკურ აქტორებს აკისრებს. მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის შიგნით ოპონენტები საქართველოს იმიჯს ლახავენ და პოლარიზაციას ამწვავებენ, ქვეყნის გარეთ ევროპული სტურქტურები კი ორპირობასა დაუსამართლო დამოკიდებულებას იჩენენ. დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა უცხოელ სუბიექტებს მიმართა შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც მისი შეფასებით ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს. ქართულ ოცნებაში კვლავ ირწმუნებიან, რომ ევროინტეგრაციის გზას თანმიმდევრულად მიუყვებიან და მიუხედავად ხელოვნური დაბრკოლებებისა, ევროპულ კურსზე უარს არ ამბობენ.