საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა ნიდერლანდებში და იტალიაში თანამდებობი დატოვეს. ირაკლი ვეკუა და დავით სოლომონია გმობენ ნებისმიერ ძალადობას და ქართული ოცნების პოლიტიკას, მათი გადაწყვეტილებით ემიჯნებიან. მანამდე თანამდებობა ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა დატოვა.