რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 28 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება.მათ ნაწილ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და ქალაქის სამმართველოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ. ყველა მათგანს 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ხვალ გამთენიას ეწურებათ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წუხელ მიმდინარე აქციაზე 100-ზე მეტი პირი დააკავეს, იზოლატორებში ადგილი არ არის, რის გამოც, სავარაუდოდ, წინა დღეს დაკავებულებისგან იზოლატორებს გაათავისუფლებენ. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ,რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.