კოსოვოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელმაც ქვეყნის ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება შეაფერხა, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. კოსოვოს ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და მომხდარში ბრალი მეზობელ სერბეთს დასდო. აფეთქებასთან კავშირს უსაფუძვლოს უწოდებს სერბეთის ხელისუფლება. მათი თქმით, ოფიციალურმა პრიშტინამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. აფეთქება კოსოვოს ქალაქ ზუბინ პოტოკში ადგილობრივი დროით 19:00-ზე მოხდა.