ელისეის სასახლე ემანუელ მაკრონისა და ვოლოდმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ კომუნიკეს ავრცელებს. მათივე ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას არწმუნებს, რომ საფრანგეთი განაგრძობს კიევის დახმარებას იმდენ ხანს და ისეთი ინტენსივობით, როგორც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ შეძლოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების აღსრულება და რუსეთის აგრესიული ომი წარუმატებელი იყოს. აქვე აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონისთვის ესკალაციის გაუმართლებელი ლოგიკაა პუტინის მუქარები და უპასუხისმგებლო რიტორიკა, ასევე უკრაინულ ქალაქებზე, მშვიდობიან პირებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმები. მაკრონმა საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსსკის განუცხადა, რომ უკრაინამ უნდა შეძლოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების აღსრულება.