დედაქალაქის გარდა საპროტესტო აქცია დღეს ბათუმშიც განახლდება - Palitra News

დედაქალაქის გარდა საპროტესტო აქცია დღეს ბათუმშიც განახლდება

2024-11-30 15:45:59+04:00

დედაქალაქის გარდა საპროტესტო აქცია დღეს ბათუმშიც განახლდება. მოქალაქეები, რომლემაც აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დემონსტრანცია გვიან ღამით დაასრულეს, აცხადებენ, რომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმურია და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიპარა. საპროტესტო აქციაზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. პოლიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა. წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ დროისთვის 6 ადამიანი რჩება. სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ოთხი ბათუმის ორი კი, ოზურგეთის იზოლატორშია მოთავსებული.