უწყვეტი, პროტესტი, შეუგუებლობა და დაუმორჩილებლობა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები, მოქალაქეები,რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ, წინააღმდეგობის შეწყვეტას არ აპირებენ. თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა. დემონსტანტები 17:00 საათზე საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით - „ხალხის ტელევიზიაა“, ხოლო 19:00 საათზე, აქციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთანაც მივლენ , თუმცა რომელ საათზე დაიწყებენ მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას, ჯერჯერობით უცნობია.