თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა - Palitra News

თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა

2024-11-30 13:41:58+04:00

დღეს, თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა.

აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით - „ხალხის ტელევიზიაა“, ხოლო 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას - „ჩემი შვილია, ხელი გაუშვი“.

პროტესტის მონაწილეები მივლენ პარლამენტთანაც, თუმცა რომელ საათზე დაიწყებენ მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას - საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.