უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში კიდევ სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 170 საბრძოლო შეტაკება მოხდა. სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება სამი მიმართულებით. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა მტრის 1 700-ზე მეტი ჯარისკაცი მოკლეს, რის შედეგადაც ომში რუსეთის სამხედრო დანაკარგები 740 400-მდე გაიზარდა