საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს არარეალურსა და აბსურდულს უწოდებენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძეს არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ სერიოზულად არავინ აღიქვამს. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ მთავრობის მეთაურის პოზიცია ევროკავშირთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით უმნიშვნელოა, რადგან ის თვით გამოცხადებული ე.წ პრემიერ-მინისტრია