საპროტესტო აქცია განახლდება დღეს ბათუმში. მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გვიან ღამით დაასრულეს. მათი განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლოორგანო არალეგიტიმურია და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიპარა. საპროტესტო აქციაზე იყო ხმაური და დაპირისპირებებიც. პოლიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა. წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ დროისთვის 6 ადამიანი რჩება. სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ოთხი ბათუმის და ორი კი, ოზურგეთის იზოლატორშია მოთავსებული