მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, მომიტინგების დევნა სხვადასხვა ქუჩებზე გაგრძელდა. სამართალდამცავები ამოწმებდნენ კვების ობიექტებს, მაღაზიებს, მათ შორის ქაშუეთის ტაძარსა და რუსთაველის თეატრის შენობას. თეატრის შენობაში ათობით სპეცრაზმელი მას შემდეგ შევიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობისთვის თავი ახალგაზრდების ჯგუფს ჰქონდა შეფარებული. თეატრის შენობიდან ისმოდა ქალის ყვირილის და ტირილის ხმა.